“სალომე ზურაბიშვილი მომსახურების ზონიდან საერთოდ გასულია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დილა-საღამოს რას იტყვის” – მაჭარაშვილი

“არჩევნებს კი არ ითხოვენ, არამედ რადიკალურ პროცესებს, რომლის დაფინანსებაზეც ამერიკის პრეზიდენტმა უარი თქვა, გვარამია ადასტურებს, დიახ, საქართველოში რადიკალური პროცესები გვინდაო”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ არათუ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, არამედ პოლიტიკიდან საერთოდ უნდა წავიდნენ.

„სალომე ზურაბიშვილის რაღაც ბოდვების კითხვით არ გადავიღლებით. სალომე ზურაბიშვილი მომსახურების ზონიდან საერთოდ გასულია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დილა-საღამოს რას იტყვის. ნიკა გვარამია კი ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელია, დონალდ ტრამპი რუსეთის აგენტია, თუ რუსეთმა დასვა ამერიკაში, თუ არა. ასევე, ჩამოყალიბდნენ, საპროტესტო აქციები რა მიზნით ტარდება, რა არჩევნების დანიშვნას ითხოვენ? თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერშია და თუ მონაწილეობას არ იღებენ, თქვან. თუ არჩევნები უნდათ, ოქტომბერშია და თავიანთი რეიტინგები გაზომონ, მათ მხარს თუ უჭერენ. კარგად იციან, რომ მათი მხარდაჭერა მინიმალურია. ისინი არჩევნებს კი არ ითხოვენ, არამედ იმ რადიკალურ პროცესებს, რომლის დაფინანსებაზეც ამერიკის პრეზიდენტმა უარი თქვა. გვარამია ადასტურებს, დიახ, საქართველოში რადიკალური პროცესები გვინდაო. სწორედ ამიტომ, USAID-სა და ევროკავშირს რადიკალური პროცესების დაფინანსებას სთხოვენ.

მაგათი საქმე აქეთკენ მიდის. 2012 წლის შემდეგ რამდენი არჩევნები ჩატარდა და ყველა არჩევნებზე რიგგარეშე არჩევნები მოითხოვეს. ამ არჩევნებს სულ აგებენ. 2024 წლის არჩევნებზე თავად თქვეს, მობრძანდით, ხალხო, არჩევნები ვერ გაყალბდება, რადგან ელექტრონული სისტემა არისო. საღამოს რვა საათზე შამპანურები გახსნეს, მოვიგეთო. რომ წააგეს, შემდეგ თქვეს – გაყალბდაო“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები