საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის G8-ში დაბრუნების იდეას უარყოფს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს G8 ფორმატში რუსეთის მონაწილეობით დაბრუნებას. ამ ფონზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა რუსეთის G8 ფორმატში დაბრუნებაზე უარი განაცხადა, – ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
“დღეს ეს წარმოუდგენელია. „დიდი რვიანი“ აერთიანებს ყველაზე დიდ და განვითარებულ დემოკრატიებს, ხოლო რუსეთი ნაკლებად იქცევა, როგორც დემოკრატიული ქვეყანა”,- განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსკოვის მონაწილეობით G8 ფორმატში დაბრუნების შესაძლებლობა არ არის გამორიცხული, თუ უკრაინაში „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“ მიიღწევა.