იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლევან ხარანაული დანიშნა

იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლევან ხარანაული დანიშნა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

“ლევან ხარანაული სამართლის დოქტორი და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; არის არაერთი სამეცნიერო კვლევისა და მონოგრაფიის ავტორი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები