სამხრეთ კორეის სასამართლომ იმპიჩმენტგამოცხადებული პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა

სამხრეთ კორეის სასამართლომ იმპიჩმენტგამოცხადებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაკავებისა და მისი ოფისის ჩხრეკის შესახებ ორდერები გასცა.

გავრცელებული ცნობით, მის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს, იყო თუ არა იუნ სუკ იოლის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება ამბოხება.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის მოქმედი პრეზიდენტის დაკავების ორდერი პირველი შემთხვევაა.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა 3 დეკემბერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა და მან მიმართა ასეთ ზომას კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად. მოგვიანებით იუნ სუკ იოლმა საომარი მდგომარეობა გაუუქმა. 14 დეკემბერს სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები