მიქანაძე – ზურაბიშვილზე: ოპოზიციისთვის ის უკვე აღარ არის საინტერესო ფიგურა, ამის დასტურია ორაზროვანი განცხადებები ოპოზიციის მხრიდან
“ოპოზიციისთვის ის უკვე აღარ არის საინტერესო ფიგურა, ამის დასტურია ორაზროვანი განცხადებები ოპოზიციის მხრიდან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
“არ არსებობს მათი კოორდინირებული მოქმედების რაიმე გეგმა. ჩვენ გვესმის საყვედურები მასთან მიმართებით – რაც უკავშირდება იმას, რომ სააკაშვილი არ შეიწყალა, რომ 29 დეკემბერს ხალხი, რეალურად, არაფრისთვის შეკრიბა, რადგან განაცხადა, რომ ტოვებდა ორბელიანების სასახლეს”, – განმარტა მიქანაძემ.