“2028 წელს ვიქნებით მზად იმისთვის, რომ, 2-წლიანი მოლაპარაკების ჩარჩოში, დავასრულოთ წევრობის პროცესი” – შალვა პაპუაშვილი

“2028 წელს ვიქნებით მზად იმისთვის, რომ, 2-წლიანი მოლაპარაკების ჩარჩოში, დავასრულოთ წევრობის პროცესი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2028 წლისთვის, საქართველოს შეთანხმების 90% შესრულებული ექნება.

“ევროკომისიის ოქტომბრის შეფასებაში, 20-ზე მეტ თავთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პროგრესი. საიდან არის ეს პროგრესი? თავისით ხომ არ გაჩნდა? იმიტომ, რომ იმ პარლამენტმა მაშინ, [მიუხედავად იმისა], რომ იყო ჯანჯღარი, ხან რას გვთხოვდნენ, ხან რას, ხან მიტინგებს გვიწყობდნენ და ა.შ. რუტინულად იმუშავა ამაზე.

სწორედ ამ რუტინულ მუშაობას გავაგრძელებთ, როგორც აქამდე მივდიოდით გეგმის მიხედვით. ასოცირების შეთანხმების ნახევარზე მეტი უკვე შესრულებული გვაქვს. სამთავრობო პროგრამაში, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დავამტკიცეთ, წერია, რომ ამ შეთანხმების 90%-ზე მეტი იქნება შესრულებული და ამით ჩვენ 2028 წელს ვიქნებით უკვე ყველანაირად მზად იმისთვის, რომ 2-წლიანი მოლაპარაკების ჩარჩოში, დავასრულოთ წევრობის პროცესი და 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი,” – აცხადებს  პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები