შალვა პაპუაშვილი: წუხანდელი თავდასხმის შედეგად, პარლამენტში 48 სამუშაო ოთახია დაზიანებული

“დღის განმავლობაში ჩატარებული დათვალიერების შედეგად, შემიძლია გითხრათ, რომ წუხანდელი თავდასხმის შედეგად, პარლამენტში 48 სამუშაო ოთახია დაზიანებული”, – განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

„დაზიანდა ჭიჭინაძისა და რუსთაველის გამზირის მხრიდან ქვედა სართულების თითქმის, ყველა ფანჯარა. დაზიანებულია სხვადასხვა სახის საოფისე ტექნიკა. დამწვარია პარლამენტის ხის კარი ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან, განადგურდა პარლამენტის ცენტრალური კორპუსის გათბობა-გაგრილების აგრეგატები, დაზიანდა სასაწყობე სივრცეები, სასწავლო ცენტრის კომპიუტერული ლაბორატორია. სრულადაა განადგურებული პარლამენტის კაფეტერია, რომლის ფანჯრებიც გადიოდა ჭიჭინაძის ქუჩაზე.

ცალკე ხაზი მინდა, გავუსვა პარლამენტის გარე განათებას, რომელიც მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი დაზიანების შედეგად, გათიშულია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები