ფრანგი პოლიტიკოსი ფლორიან ფილიპო: „დიფ სთეითი“ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს – „დიფ სთეითი“ გაზრდის თავის პროვოკაციებს ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამდე
ფრანგი პოლიტიკოსი, პარტია „პატრიოტების“ ლიდერი, ფლორიან ფილიპო აცხადებს, რომ „დიფ სთეითი“ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს.
„დიფ სთეითი“ (ღრმა სახელმწიფო) ფაქტობრივად ამჟამად ცდილობს საქართველოში მოაწყოს ის, რაც მოაწყო 2014 წელს უკრაინაში ევრომაიდანის სახით. მღელვარების ორგანიზება, ორკესტრირებული დესტაბილიზაცია“, – აღნიშნა ფრანგმა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ახლახან მშვიდად განაცხადა, რომ „უარს იტყვის საპრეზიდენტო მანდატის დათმობაზე“, ხელისუფლებაში უკანონოდ დარჩება და პარალელი გაავლო უკრაინის პრეზიდენტთან, რომელიც მისი თქმით „ასევე უკანონოდ იმყოფება ხელისუფლებაში გასული წლის მარტიდან“.
„ევროპარლამენტმა მიმდინარე კვირაში მხარი დაუჭირა სკანდალურ რეზოლუციას, რომელიც ქართველებისგან „ხელახალი არჩევნების“ ჩატარებას მოითხოვს! „დიფ სთეითი“, რა თქმა უნდა, გაზრდის თავის პროვოკაციებს ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამდე: მას [ტრამპს] მოუწევს ძალიან დიდი დასუფთავება!“ – დასძინა მან.