კახა კალაძე: ძალიან მალე საქართველოს ეყოლება სამშობლოს მოყვარული პრეზიდენტი და არა მოღალატე აგენტი

“ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, თავისი ქვეყნის და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და არა მოღალატე აგენტი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, პარლამენტი არალეგიტიმურია, ამიტომ ახალ პრეზიდენტს ვერ აირჩევს და ის რჩება პრეზიდენტად.

მისი თქმით, „სალომე ზურაბიშვილს ზუსტად ოთხი პარასკევი დარჩენია“.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ავირჩევთ პრეზიდენტს. ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, ღირსეული და რაც მთავარია, პატრიოტი, თავისი ქვეყნის და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და არა მოღალატე აგენტი. ზურაბიშვილი ოთხ კვირაში დაამთავრებს თავისი უფლებამოსილების შესრულებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები