“არ მეგულება ევროპული ქვეყანა, სადაც პოლიცია, სპეცრაზმი ითმენდეს იმდენ შეურაცხყოფას, იმდენ სროლას, რასაც პირდაპირ ეთერში ვუყურებდით” – სოზარ სუბარი

“მართლა არ მეგულება ევროპული ქვეყანა, სადაც პოლიცია ითმენდეს იმდენს, სპეცრაზმელები ითმენდნენ იმდენ შეურაცხყოფას, იმდენ სროლას, ამას პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ყველაფერს, რამდენსაც ითმენენ ჩვენი პოლიციელები”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„საქართველოში შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება არის აბსოლუტურად დაცული, ოღონდ შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება არ მოიცავს პოლიციელზე თავდასხმას, არ მოიცავს მოქალაქეებზე თავდასხმას, არ მოიცავს ტელევიზიების ჟურნალისტებზე თავდასხმას და ტელეკომპანიების ქონების განადგურებას. ეს არ მოიცავს პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდებას, საახალწლო პიროტექნიკის სროლას პოლიციელებისთვის და პარლამენტის შენობისთვის, შუშების ჩამსხვრევას, პარლამენტში შეჭრას, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრას და ა.შ. ეს არის კანონის დარღვევა და კანონის დარღვევას კანონის შესაბამისად უნდა გაეცეს პასუხი.

მართლა არ მეგულება ევროპული ქვეყანა, სადაც პოლიცია ითმენდეს იმდენს, სპეცრაზმელები ითმენდნენ იმდენ შეურაცხყოფას, იმდენ სროლას, ამას პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ყველაფერს, რამდენსაც ითმენენ ჩვენი პოლიციელები და ამის გამო მათ მადლობა უნდა ვუთხრათ“, – აღნიშნა  სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები