„პრეზიდენტთან იქნება საკოორდინაციო საბჭო, სადაც კოალიციური პარტიები და საზოგადოების წარმომადგენლებიც იქნებიან” – ხაზარაძე

„პრეზიდენტთან იქნება საკოორდინაციო საბჭო, სადაც კოალიციური პარტიები და საზოგადოების წარმომადგენლებიც იქნებიან”, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პროტესტს ორგანიზებული სახე მიეცეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროტესტსა და იმ მიზანს, რომელიც ყველამ ერთად დავისახეთ, ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება, მიეცეს ორგანიზებული სახე, უფრო კონსტრუქციული. ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან ურთიერთობის აგდებული კავშირები და გადაჭრილი ურთიერთობა ოპოზიციამ სასწრაფოდ აიღოს ხელში, გახსნას მოლაპარაკებები ქართველი ხალხის სახელით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ხვალინდელი შეხვედრაა მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები