შსს-მ თემქაზე მოკლული ქალბატონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა
თემქის მეოთხე მიკრორაიონში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, 69 წლის რუსი ეროვნების ქალბატონის მკვლელობის ბრალდებით შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი დიმიტრი გ. ქარელის რაიონში დააკავეს.
ეჭვმიტანილმა 1945 წელს დაბადებულ ზინაიდა ისკაკოვას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ისაკოვა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით).