დღეს, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად ხარობენ რადიკალური ჯგუფები და ქვეყნის მტერი ე.წ. “ოპოზიცია”, რომლებიც ქართული სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე მდგომი ქართული პოლიციის (მათი ოჯახის – დედის, დის, მეუღლის და შვილების) შეურაცხყოფის და გინების ხარჯზე – პროვოცირებით ცდილობენ მიიღონ ემოციური სურათი, რითაც ჩვენი საზოგადოების სენსიტიურ ქართულ, ღირსეულ ბუნებაზე იმოქმედონ. მათი სცენარი კიდევ უფრო რადიკალურია ვიდრე ახლა ჩანს, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალექსანდრე დალაქიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ქვეყანა არის რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, შესაბამისად, საზოგადოებამ ღირსეულად უნდა გაიაროს ეს რთული გზა, რომლითაც მივისწრაფვით იმ ნამდვილი ევროპული ღირებულებებისკენ, რაც „ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციაში ჩაწერა.
ამასთან, დალაქიშვილი აღნიშნავს, რომ კონკრეტული ევროპელი რადიკალი პოლიტიკოსები ცდილობენ, ქვეყანა ჩაითრიონ დიდი სახელმწიფოების დაპირისპირებაში და საქართველო მათ ინსტრუმენტად გადააქციონ.
„დღეს, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად ხარობენ რადიკალური ჯგუფები და ქვეყნის მტერი ე.წ. „ოპოზიცია”, რომლებიც ქართული სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე მდგომი ქართული პოლიციის (მათი ოჯახის – დედის, დის, მეუღლის და შვილების) შეურაცხყოფის და გინების ხარჯზე – პროვოცირებით ცდილობენ მიიღონ ემოციური სურათი, რითაც ჩვენი საზოგადოების სენსიტიურ ქართულ, ღირსეულ ბუნებაზე იმოქმედონ. მათი სცენარი კიდევ უფრო რადიკალურია ვიდრე ახლა ჩანს. ქვეყანა არის რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ღირსეულად უნდა გავიაროთ ეს რთული გზა, რომლითაც ჩვენ მივისწრაფვით იმ ნამდვილი ევროპული ღირებულებებისკენ, რაც ჩვენს კონსტიტუციაში ჩავწერეთ!!! და არა ის გზა, რასაც დროებითი რადიკალ ევროპელ პოლიტიკოსთა ჯგუფი გვთავაზობს – ქართული ღირებულებების გათელვით, უღმერთობით, შანტაჟით და მოსახლეობაში შუღლის გაღვივებით ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ჩვენი ქვეყანა და გაგვხადონინსტრუმენტები დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაში, სადაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნების ინტერესი ყოველთვის მეორე ხარისხოვანია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გონიერი საზოგადოება სწორად შეაფასებს არსებულ ვითარებას, რათა ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს გზა – მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ევროპისკენ. ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი. #რუსეთიოკუპანტია ” – წერს ალექსანდრე დალაქიშვილი