არჩილ გორდულაძე: ვინც არ უნდა სცადოს ჩვენს ქვეყანაში მაიდნისა და განსაკუთრებით, „ნაცმაიდნის“ მოწყობა, ყველას ხელი მოეცარება, მარტივი მიზეზიდან გამომდინარე – ჩვენ ჩვენს საქმეში ვართ მართლები

ვინც არ უნდა სცადოს ჩვენს ქვეყანაში მაიდნისა და განსაკუთრებით, „ნაცმაიდნის“ მოწყობა, ყველას ხელი მოეცარება, მარტივი მიზეზიდან გამომდინარე – ჩვენ ჩვენს საქმეში ვართ მართლები, მართლები ვართ ჩვენი ქვეყნის ისტორიის, საზოგადოებისა და მომავლის წინაშე, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ.

იგი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ეს ყველაფერი არის ერთი დიდი გეგმისა და გაიდლაინის ნაწილი, რომელიც მაგალითად, გაწერილი იყო მაკკეინის ინსტიტუტის სცენარში. ასევე, იმ კონკრეტულმა ადამიანმაც უნდა აიღო პასუხისმგებლობა, რომელსაც უცხოური სახელი და გვარი აქვს, რომელიც იყო ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელია რეალურად, მაგრამ მოუწოდებდა საქართველოს მოსახლეობას, გამოსულიყვნენ ქუჩებში და მაიდანი მოეწყოთ.

ერთი რამ უნდა დაიმახსოვროს ყველამ, ვინც არ უნდა სცადოს ჩვენს ქვეყანაში მაიდნისა და განსაკუთრებით, „ნაცმაიდნის“ მოწყობა, ყველას ხელი მოეცარება, მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. ჩვენ ჩვენს საქმეში ვართ მართლები, მართლები ვართ ჩვენი ქვეყნის ისტორიის, საზოგადოებისა და მომავლის წინაშე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები