მამუკა მდინარაძე: მაიდნის განხორციელების საშუალებას ჩვენ მათ არ მივცემთ – პარადოქსია, რომ ხალხს აპროტესტებინებენ ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ არსებობს

მაიდნის განხორციელების საშუალებას ჩვენ მათ არ მივცემთ. ჩვენ, ერთგვარად გადმოვწიეთ, ჩვენი სწორი გადაწყვეტილებით, 16-20 დეკემბრის ძალიან ცუდი მოვლენები ცოტათი ადრე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ეს იყო გადაწყვეტილება რომელიც, ნამდვილად არ მოიცავდა (ერთ სიტყვას მსგავს ჩვენს განცხადებაში ვერავინ იპოვის ვერასდროს) ევროინტეგრაციის არა თუ შემაჩერებელ, შემაფერხებელ რაიმე ფრაზას, წინადადებას ან სიტყვასაც კი. მსგავსი სიტყვა, ფრაზა ან წინადადება ჩვენს გუშინწინდელ განცხადებაში არ არის.

პარადოქსია, რომ ხალხს აპროტესტებინებენისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ არსებობს. ერთადერთი, რაზეც იყო ლაპარაკი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით: ნიუანსი იმის შესახებ, რომ ჩვენ ვიქნებით თუ არა მახვეწრის როლში – არა არ ვიქნებით. თუკი ვინმე ჩათვლის იმ მოსალოდნელ ვადაზე ადრე, რომ საქართველომ შეიძლება მიიღოს პრივილეგია და გაეხსნას, ვიდრე 90% შეასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებულებების, მოლაპარაკებები, კი ბატონო, დღესვე მოხდება, დღესვე მოვაწერთ ხელს. გაგვტესტონ, გამოგვცადონ არ უნდათ?! დღესვე დადონ მაგიდასთან და დღესვე ვაწერთ ხელს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები