საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – მთავარი მოთხოვნა მოქალაქეებისთვის პირდაპირი ეთერის დათმობაა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ტელეარხზე პირდაპირი ეთერის დათმობაა.
ცოტა ხნის წინ, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას. შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ეს არის ხალხის ტელევიზია და ხალხის ხმა უნდა ისმოდეს.
აქციის მონაწილეებთან გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.
თინათინ ბერძენიშვილმა პირადად მოისმინა აქციის მონაწილეების მოთხოვნები და თქვა, რომ პრობლემურს ვერ ხედავს და მათ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე პირდაპირი ეთერი დაეთმობათ.
“პირველ რიგში, ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლებას ჩვენ ვცემთ პატივს, ასევე, თქვენც მინდა პატივი სცეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მუშაობას. არ ყოფილა აქცია, რომელიც არ გაგვიშუქებია. რა მოთხოვნებიც თქვენ წაიკითხეთ, ჩვენ ამ მოთხოვნებში არანაირ პრობლემას არ ვხედავთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი სატელევიზიო ფორმატი. როგორც კი დაიწყო მიტინგი, იმ წუთიდან ვართ ეთერში. თქვენ გნებავთ ეთერში მოსვლა, ხომ ასეა? უნდა დავგეგმოთ ეთერი, პრაიმ ტაიმში როდესაც დავგეგმავთ ეთერს, მობრძანდით”, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა