თბილისში დღეს ორი აქცია დაანონსდა

თბილისში, ამ დროისთვის, ორი აქცია დაანონსდა.

როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები 17:00 საათზე საქართველოს „პირველი არხის“ შენობასთან შეიკრიბებიან, ლოზუნგით – „ხალხის ტელევიზიაა“, ხოლო 19:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავენ აქციას – „ჩემი შვილია, ხელი გაუშვი“.

გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეები მივლენ პარლამენტთანაც.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები