დიმიტრი ხუნდაძე: პროტესტის საფუძველი არ არსებობს

არავითარი საფუძველი პროტესტის არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ “ქრონიკასთან” განაცხადა.

მისი თქმით, სოციალურ ქსელშიც კი გაეპარათ სურვილი, რომ რევოლუციისთვის საჭიროა მსხვერპლი.

„არავითარი საფუძველი პროტესტის არ არსებობს. სოციალურ ქსელშიც კი გაეპარათ ეს სურვილი, რომ სასურველი შედეგისთვის, რევოლუციისთვის, მაიდანიზაციისთვის საჭიროა მსხვერპლი, მაგრამ ეს უბრალოდ ვერ იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკასთან“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები