რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია.

აქციის მონაწილეებმა შეკრება გუშინ, საღამოს საათებში დაიწყეს და საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი გამთენიამდე გრძელდებოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შსს-ს 10 თანამშრომელი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 107 პირი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები