სალომე ზურაბიშვილი: დღეს შემიძლია ვთქვა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია

“მე შემიძლია დღეს ვთქვა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტი მთელ ქვეყანას მოიცავს.

„მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან დიდი აქცია, ძალიან დიდი პროტესტი, რომელიც მოიცავს მთელ ქვეყანას. ჩვენ ყველანი ვართ ერთგული ამ პროტესტში, ჩვენ ყველანი ვართ ერთად ამ პროტესტში. მე შემიძლია დღეს ვთქვა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, დაწყებულია თქვენს მიერ, არავის მითითებით, მოთხოვნით, სპონტანურად, მშვიდობიანი და კონსტიტუციური წინააღმდეგობის მოძრაობა, რომლისაც მეც მთლიანად ვარ სოლიდარული, თქვენს გვერდით ვარ და ჩვენ ვართ ყველანი ერთად, სანამ საქართველო არ მიაღწევს თავის მიზანს, დაუბრუნდეს თავის ევროპულ გზას, მიაღწიოს ახალ არჩევნებს და მიაღწიოს იმას, რომ თავისი მომავალი იყოს ერთხელ და სამუდამოდ დაცული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციებია საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

მოქალაქეების პროტესტი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები