გიორგი გაბუნია: მინდა მოვუწოდო ახალგაზრდებს, რაციონალურად შეხედონ საკითხს – არ აჰყვნენ კონკრეტულ პოლიტიკოსებს

“ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი გაბუნია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს “იმედის” ეთერში გამოეხმაურა.

„გუშინ, როდესაც დაიწყო პროცესი, მე ვადევნებდი თვალ-ყურს, ეთერებიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ თითქოს, „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტა ევროპული ინტეგრაციის გზა და თითქოს, ყველაფერი დასრულდა. სად არის აქ, ამ შემთხვევაში საკითხის რაციონალური გააზრება? ჩვენ ვთქვით, რომ არ მოხდება საკითხის ინიციირება. რა პროცესის შეწყვეტაზეა საუბარი, როდესაც მოლაპარაკება არც კი დაწყებულა?!

მინდა მოვუწოდო ახალგაზრდებს, რაციონალურად შეხედონ ამ საკითხს, თავად წაიკითხონ პრემიერის განცხადება და თავად გააკეთონ ანალიზი. არ აჰყვნენ კონკრეტულ პოლიტიკოსებს, რომელთაც კონკრეტული მიზნები და ამოცანები გააჩნიათ. ამ პროცესების მაქსიმალურად აწევას ცდილობენ, რათა საზოგადოება დაამძიმონ“, – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. მოქალაქეების პროტესტი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები