დიმიტრი ხუნდაძე: უთანხმოების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ საქართველო არ ემორჩილება ერთმნიშვნელოვან დაკვეთებს
“ხალხის ძალის” წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.
“ჩვენ საქმე გვაქვს წამქეზებლურ დეზინფორმაციასთან – დეზინფორმაცია, რომელიც გამოყენებულია თრობის სტიმულირებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის შემთხვევითი.
უთანხმოების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ საქართველო არ ემორჩილება ასეთ ერთმნიშვნელოვან დაკვეთებს. ვფიქრობ, ევროკავშირსაც ასეთი „ჯიუტი“ ქვეყანა არ სურს, რომ აჩვენოს სხვა ქვეყნებსაც, რამეთუ ეს შესაძლოა, გადამდები იყოს“, – აღნიშნა ხუნდაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.