დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში რუსეთუმეობა არის მოგონილი
“ქვეყანაში რუსეთუმეობა არის მოგონილი, ეს არის ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ეს არის საზოგადოებაში ემოციური იარაღი”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
„ეს რუსეთუმეობა მოგონილია, მაგრამ სწორად შერჩეულია, რადგან ყველაზე მძიმედ ემოციურად საქართველოსთვის არის რუსეთუმეობა, რადგან ქვეყანა არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან და საზოგადოებისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი იქნებოდა ის, რასაც ყველაფერს დაარქმევ რუსულს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.