ლაშა ტალახაძე: დღევანდელი ახსნების მერეც, ვინც აპროტესტებს, იმას ე.ი. გაგება არ უნდა – საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლაშა ტალახაძე მისი გუნდის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, იმას გაგება არ უნდა ესე იგი.
საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება. ეს ითქვა. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე.
ასევე ითქვა, რომ 4 წელი ჩვენ არ შევეხვეწებით მოლაპარაკებების გახსნას. გაგვიხსნიან? იმწუთას მოვაწერთ ხელს დაუფიქრებლად.
შესაბამისად, ამ აქციის სახელი და მოთხოვნაა “რას ჰქვია არ შეეხვეწებით”. აბა სხვა გასაპროტესტებელი აღარაფერი დარჩა”,- წერს ტალახაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები