მამუკა მდინარაძე: მართლა ჩელიაბინსკში ნუ გგონიათ თავი, თავისუფლად დაპოსტეთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია
“ეს პოსტი იმ ადამიანებს ეხება, ვინც ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს და შესაბამის ბულინგს ვერ უძლებს:
ნუ წვალობთ, არც ბოდიშების შემოთვლაა საჭირო (მართლა ჩელიაბინსკში ნუ გგონიათ თავი), თავისუფლად დაპოსტეთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია! თუ გნებავთ, ამ პოსტს მოვაყოლებ რამდენიმე სიტყვიან ახალ პოსტს და კომპლექსებიც მოიხსნება ავტომატურად!”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ჩვენ მანდ ვართ, მაგ პოზიციაზე და ვინც გაბულინგებთ, ისინი სად არიან რეალურად, ეგ მოიკითხეთ კარგად. გუშინდელი განცხადებაც კარგად წაიკითხეთ და თუ სადმე მოლაპარაკებაზე უარს ნახავთ, მერე თუ გინდათ აქციასაც შეუერთდით, ოღონდ თუ ვერ ნახავთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ, რა ხდება სინამდვილეში, ვინ და თქვენი რა სისუსტით მოახერხა თქვენი დაბულინგება?!”,- წერს მდინარაძე.