საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

მოქალაქეები, რომლებიც “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან. აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

შეგახსენებთ, გუშინ საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები