გურამ მაჭარაშვილი: უცხოური ძალის წარმომადგენლები საქართველოში რადიკალური ოპოზიციის სახით ემზადებოდნენ არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის და ეს დადასტურდა
“უცხოური ძალის წარმომადგენლები საქართველოში რადიკალური ოპოზიციის სახით ემზადებოდნენ არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის და ეს დადასტურდა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია პეტორნებთანაა პირდაპირ კავშირში.
„ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ მათივე ამომრჩეველმა არ დაუჭირა მხარი, პრაქტიკულად წააგეს ასევე არჩევნები ქუჩაში და მერე რა გააკეთა ოპოზიციამ? თავის ამომრჩეველთან კი არ წავიდა და კი არ აუხსნა, რომ აბა რატომ არ გამოდიხართ და რატომ არ აპროტესტებთო? წავიდნენ უცხოეთში ბოკუჩავა, გვარამია, ყველა წავიდა უცხოეთში. რატომ წავიდნენ უცხოეთში? უცხოეთში არის საქართველოს საზოგადოება? თუნდაც მათი ამომრჩეველი? – 700 ათასი ადამიანი?
ეს ხალხი პირდაპირ კავშირშია მათ პატრონებთან, რომელთა დრო მართალია წავიდა და 2025 წლიდან აბსოლუტურად სხვა მსოფლიო იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ, როგორც ჩანს რაღაც ძალები აქვთ შემორჩენილი და უნდათ რომ ახლა მიუხედავად იმისა, რომ პროცესი სხვანაირად მიდის მსოფლიოში, უკრაინაში ჯერ კიდევ ომია, გადალაგების პროცესი ჯერ მთლად ბოლომდე არ არის დამთავრებული არც ამერიკაში, არც ევროკავშირში და ამიტომ თქვეს, რომ მოდით, ჯერ იქნებ საქართველო რაღაცნაირად ჩავითრიოთ ან ომში, ან რევოლუციური სცენარი მოვაწყოთ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ისინი აქეთკენ მიდიოდნენ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მერე სიურპრიზად გამოეცხოთ საქართველოს საზოგადოებისთვის. მართალია, საქართველოს საზოგადოება გაიზარდა და ამას კარგად მიხვდებოდა, რომ, ესეც იყო შანტაჟია მაგალითად, 16 დეკემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.