რომან კაკულია: პროცესის 4 წლით გადავადებას მივესალმები, იმიტომ კი არა, რომ სადმე გული არ მიმიწევს და სადღაც სხვაგან მიმიწევს – უბრალოდ, ვხედავ შეუთავსებლობებს, რომელიც ევროკავშირის მიმართ ზედაპირულ აღქმაშია

“ამ ოთხი წლის განმავლობაში მე ამ პროცესის გადავადებას მივესალმები, იმიტომ კი არა, რომ სადმე გული არ მიმიწევს და სადღაც სხვაგან მიმიწევს – უბრალოდ, ვხედავ იმ შეუთავსებლობებს, რომელიც ევროკავშირის მიმართ ზედაპირულ აღქმაშია”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა.

„ჩემი აზრით, ძალიან კარგია, თუ ჩვენ ამ ოთხ წელიწადს გამოვიყენებთ ორი უდიდესი წინააღმდეგობის დასაძლევად. ერთი წინააღმდეგობა უფრო მალე დაიძლევა, როდესაც ტრამპი ჩაერთვება, ვფიქრობ ამ ყველაფერში, ანუ ის წინააღმდეგობა, რომელსაც ჰქვია ჩვენი მიდგომების შეუთავსებლობა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.

ჩვენი განსაკუთრებული სტატუსი რომ მოვითხოვეთ, ჩვენი განსაკუთრებული დაუცველობიდან გამომდინარე და არა სადმე სხვაგან მისწრაფებიდან გამომდინარე, ამის გაგება რომ არ მოხდა, აი, ეს არის ერთი დასაძლევი ამბავი და მას დრო სჭირდება და მეორე ის მენტალური შეუთავსებლობა, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილსა და ევროკავშირს შორის არსებობს, ამას დრო სჭირდებოდა.

დრო სჭირდება დავფიქრებულიყავით – საზოგადოების დიდ ნაწილს ლიბერალური დემოკრატია გათავისებული არ აქვს, ეს რა არის. ლიბერალურ დემოკრატიას იქ თავისი პრობლემები აქვს და თავისი დაღმართი, ასე უცებ სხვაგან არ წავა. ყველაზე მარტივად იცით, როგორ ვხსნიდი ამ გაუგებრობასა და შეუთავსებლობას? აი, ჩვენმა საზოგადოების დიდმა ნაწილმა ხომ გაითავისა „ენა, მამული, სარწმუნოება“, ხომ მოეწონა ეს ლოზუნგი? ბევრ ადამიანის გულებთან და მრწამსთან მიმსვლელი ლოზუნგი იყო. ლიბერალური დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, შენ თუ რუსთაველზე გახსნი ოფისს და გადმოკიდებ ამ ლოზუნგს, „ენა, მამული, სარწმუნოება“ არის შენთვის მთავარი – უტრირებულად ვამბობ. მეორე, სხვა ჯგუფი თუ გახსნის საზოგადოებას და დაარქმევს იმას ეშმაკის მიმდევართა ორგანიზაციას და გადმოჰკიდებს ლოზუნგს, რომ ჩვენი მიზანია – არა ენას, არა მამულსა და არა სარწმუნოებას, შენ უნდა თქვა, რომ ჩემი ტოლერანტობა, რადგან ლიბერალური დემოკრატია მომწონს, იმდენად დიდია, რომ მერე რა, მოდი, ჩვენ ასე გავაგრძელებთ ერთად ცხოვრებას. საქართველო არ არის ამისთვის მზად! ესეც გასათვალისწინებელი იყო და სამუშაოა ამაზე.

ამ ოთხი წლის განმავლობაში მე ამ პროცესის გადავადებას მივესალმები, იმიტომ კი არა, რომ სადმე გული არ მიმიწევს და სადღაც სხვაგან მიმიწევს. უბრალოდ, ვხედავ იმ შეუთავსებლობებს, რომელიც ევროკავშირის ზედაპირულ აღქმაში არის. ამაში ჩვენი წვლილი ბრალიც არის“, – განაცხადა კაკულიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები