გიორგი ვოლსკი: დღემდე დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებას ახდენდნენ

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ „არჩევნები საქართველოში არჩევანის ფართო საშუალებას იძლეოდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა“.

„დღემდე საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასაც ახდენდნენ…

ახლა პირდაპირ უტევენ ამ სიმართლისათვის.

როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ბრიუსულში, ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზეც იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა ODIHR ის მისიის ხელმძღვანელმა”,- წერს ვოლსკი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები