აშშ-ის ჰელსინკის კომისია: ქართველი ხალხი უარს ამბობს რუსეთის კოლონიად გადაქცევაზე
აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
“ქართველი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, რათა მშვიდობიანად დაიცვას სუვერენიტეტი, დემოკრატია და ევროპული მომავალი, რასაც ძალადობა და რეპრესიები შეხვდა. ისინი უარს ამბობენ, რუსეთის კოლონიად გადაქცევაზე. ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით”,- წერს ჰელსინკის კომისია X-ზე.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აღნიშნულს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი გუშინვე მოჰყვა.
მოქალაქეები აღნიშნული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, რუსთაველის გამზირზე ამ წუთებშიც იკრიბებიან.