ლევან მახაშვილი: თუ ევროკავშირი იქნება მზად, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საქართველოსთან გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები, ჩვენ რა თქმა უნდა ამისთვის მზად ვიქნებით
“თუ ევროკავშირი იქნება მზად, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საქართველოსთან გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები, ჩვენ რა თქმა უნდა ამისთვის მზად ვიქნებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” რეალური ფუნდამენტების შექმნისთვის საქმიანობას გააგრძელებს.
„ამის პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვეულებრივ საქმიანობას რეალური ფუნდამენტის შექმნისთვის იმისთვის, რომ 2030 წლამდე ჩვენ მოვახდინოთ საქართველოს ინსტიტუციური, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის სრული ევროპეიზაცია, რომ 2030 წლისთვის ჩვენ ვიყოთ სრულად მზად ევროკავშირში წევრობისთვის“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.