პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან

პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. საპროტესტო აქცია 19:00 საათზეა დაანონსებული. მოქალაქეები “ქართული ოცნების” მიერ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

ამასთან, საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აღნიშნულს გუშინვე მოჰყვა მოქალაქეების პროტესტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები