მამუკა მდინარაძე: ელჩი არჩევნებამდე ამბობდა, რომ შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი – თუ შეჩერებული იყო, ჩვენ რაღა შევაჩერეთ?

“ელჩი არჩევნებამდე ამბობდა, რომ შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი – თუ შეჩერებული იყო, ჩვენ რაღა შევაჩერეთ?”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, 2028 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულებით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ზე მეტი ექნებათ შესრულებული.

„ელჩი არჩევნებამდე ამბობდა, რომ შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი. ახლა შეეწინააღმდეგა თავის თავს. თუ შეჩერებული იყო, ჩვენ რაღა შევაჩერეთ? თქვენ შეგიძლიათ შეჩერებული ავტომობილი კიდევ უფრო გააჩეროთ? შეგიძლიათ თქვათ, რომ ხელის მუხრუჭი ამოწიოთ და ამ სისულელეებში წავალთ შემდეგ, მაგრამ არათუ რაიმე სახის მუხრუჭი, არამედ ვამბობთ, რომ ზედმიწევნით და ზედმეტი მონდომებით შევასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას და პირობას ვდებთ, რომ 2028 წლისთვის ჩვენ ამ ორი შეთანხმების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული. ევროინტეგრაციის პროცესი ამ ორ დოკუმენტზეა დამოკიდებული. მეტი სამართლებრივი დოკუმენტი, მეტი გზამკვლევი დაწერილი პუნქტებად ბუნებაში არ არსებობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები