“ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: მიგვაჩნია, რომ ქვეყანას რეალურ ზიანს პოლიციაზე თავდასხმა, ქუჩის არეულობები და რევოლუციისკენ მოწოდებები მოუტანს და არა ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყების 2028 წლამდე გადაწევა

“ევროკავშირის ბიუროკრატების მხრიდან იყო გაჟღერებული, რომ მოლაპარაკების გახსნის ეტაპი თავად ევროკავშირმა შეაჩერა, ვხედავთ მცდელობას, რომ ხელისუფლების ადეკვატური რეაქცია ჩვენი ქვეყნის უარის თქმად წარმოჩინდეს”,- ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანას რეალურ ზიანს პოლიციაზე თავდასხმა, ქუჩის არეულობები და რევოლუციისკენ მოწოდებები მოუტანს და არა ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყების 2028 წლამდე გადაწევა.

“საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნების დღიდან, ერთ-ერთი მთავარ მიზნად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან გათავისუფლება დავსახეთ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნების დღიდან, ერთ-ერთი მთავარ მიზნად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან გათავისუფლება დავსახეთ.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობამ არაჯანსაღი ფორმები შეიძინა. ევრობიუროკრატიამ ფასდაკარგულად გამოაცხადა იქამდე არსებული შეფასების ობიექტური კრიტერიუმები და დააწესა ევროპულ ღირებულებებთან, ასევე საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შეუსაბამო სავალდებულო პირობები, რომლებიც არაერთხელ აისახა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებში: ლგბტ-პროპაგანდის შემზღუდავი კანონის გაუქმება; მსჯავრდებული სისხლიანი დიქტატორის − სააკაშვილის გათავისუფლება; გამჭვირვალობის კანონის გაუქმება; რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება; სუვერენიტეტის სრული დათმობა. უკანასკნელი რეზოლუციით კი, ევროპარლამენტართა ნაწილი ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ მკაფიოდ გამოხატული ნების წინააღმდეგ წავიდა. მათ არ ცნეს არჩევნების შედეგები და განაცხადეს, რომ საქართველოში არჩევნები უცხო ძალების მიერ დაკომპლექტებულმა არაფორმალურმა ინსტიტუტებმა უნდა ჩაატარონ.

გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში ცრუ პროპაგანდის შედეგად ევროინტეგრაციის საკითხი დოგმად აქციეს და შეზღუდეს ყველანაირი რაციონალური და პრაგმატული მსჯელობის სივრცე, ევროკავშირის მხრიდან ცალმხრივად ურთიერთობების არაჯანსაღ ფორმატში გადასვლა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰბრალდებოდა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად, ასევე, რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად გამოიყენებოდა.

აბსოლუტურად ანალოგიური სურათი გვაქვს დღეს. მაშინ, როცა ევროკავშირის ინსტიტუტების და ბიუროკრატების მხრიდან არაერთხელ იყო გაჟღერებული, რომ მოლაპარაკების გახსნის ეტაპი თავად ევროკავშირმა შეაჩერა, ვხედავთ მცდელობას, რომ აღნიშნულ მოცემულობაზე საქართველოს ხელისუფლების ადეკვატური რეაქცია ჩვენი ქვეყნის მხრიდან უარის თქმად წარმოჩინდეს.

განსაკუთრებით გაუგებარია პროტესტის მიზეზი, როდესაც დიდი ხანია ცნობილია ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია, რომ 2030 წლამდე გაფართოება არ იგეგმება. საზოგადოებას შევახსენებთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებას, სადაც ის მკაფიოდ ამბობს, რომ ევროკავშირიც და კანდიდატი ქვეყნებიც უნდა მოემზადონ 2030 წლისთვის, როდესაც დადგება გაფართოების მომენტი (იხილეთ ბმული: https://europeannewsroom.com/michel-the-eu-and-candidate…/).

პრაქტიკა აჩვენებს, რომ კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკების გახსნიდან 2 წელიწადში პროცესი უნდა დასრულდეს და მოხდეს ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში. ამ ვადებზე ადრე მოლაპარაკებების პროცესის გახსნა, საქართველოში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან გამოიყენება მხოლოდ შანტაჟისა და მოქალაქეთა დეზინფორმაციისათვის (განსაკუთრებით ახალგაზრდების მოსატყუებლად). სწორედ ამ მიზეზით მხარს ვუჭერთ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე საქართველომ დღის წესრიგიდან ამოიღოს მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

მიგვაჩნია, რომ ქვეყანას რეალურ ზიანს პოლიციაზე თავდასხმა, ქუჩის არეულობები და რევოლუციისკენ მოწოდებები მოუტანს და არა ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყების 2028 წლამდე გადაწევა“, – აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები