ლევან მახაშვილი: ყველას მოვუწოდებთ, რომ მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებში დარჩნენ

“ძალადობის ნაწილი ჩვენთვისაც მიუღებელია, დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერს სათანადო პასუხი გაეცემა”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„რა თქმა უნდა, ძალადობის ნაწილი ჩვენთვისაც მიუღებელია, ძალადობას ვგმობთ. მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩარჩოდან გასვლის გამო, შესაბამის უწყებას შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მოუწია. დაწყებულია გამოძიებაც. დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერს სათანადო პასუხი გაეცემა. ყველას მოვუწოდებთ, რომ მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებში დარჩნენ“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები