ლევან მახაშვილი: საქართველო ევროპის სივრცის ბუნებრივი ნაწილია და სპეკულაცია, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული ან დაპაუზებულია, მხოლოდ მანიპულაციაა

“საქართველო ევროპის სივრცის ბუნებრივი ნაწილია და სპეკულაცია, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული ან დაპაუზებულია, მხოლოდ მანიპულაციაა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის პოლარიზაციისთვის გამოყენება ხდება.

„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისთვის, რადიკალიზაციისთვის და პოლარიზაციისთვის იყენებენ. ეს იქამდეც კი მივიდა, რომ გაფეტიშებულ პოლიტიკურ პროცესად იქცა და შეუძლებელი იყო რაიმე ევროპული სახის საკანონმდებლო აქტის ისე გადმოტანა, რომ ამას პოლიტიკური ხმაური არ მოჰყოლოდა. შემდეგ წლებში მსგავსი სახის პოლიტიკური ფეტიშიზმის თავიდან ასარიდებლად და რეალურ ნაბიჯებზე ფოკუსირებისთვის, არ დავაყენებთ ევროკავშირის ერთ-ერთი ეტაპის – მოლაპარაკებების პროცესის საკითხს.

რამდენიმე მსგავსი ეტაპია. უფრო მეტიც, მზად ვარ, ჩვენივე რესურსებით ის ეტაპები განვახორციელოთ, რაც როგორც წესი, ევროკავშირისა და ცალკეული ქვეყნების მიერ ფინანსდება. შემდეგ ოთხ წელს ეკონომიკას, კანონმდებლობას და სტაბილურ ინსტიტუტებს სრულად საქმიან პროცესს დავუთმობთ. მათ თუ სურვილი აქვთ, რომ მოლაპარაკებები გახსნან, რა თქმა უნდა, ამ პროცესში სიამოვნებით ჩავერთვებით. შემდეგ ოთხ წელს შედეგზე ორიენტირებულ პროცესს დავუთმობთ. ვისაც სურვილი აქვს ამ პროცესში ჩაერთოს, ჩავრთავთ. „ქართული ოცნების“ 12-წლიან საქმიანობას უნდა გადახედოთ და შეფასებები უნდა გაკეთდეს საქმით და არა განცხადებებით“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები