ირლანდიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ტარდება
ირლანდიაში დღეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ხმის მიცემის პროცედურა 22 საათის განმავლობაში ჩატარდება. პარლამენტში 173 დეპუტატის არჩევა უნდა მოხდეს.
Deutche Welle-ის ინფორმაციით,
ბოლო დრომდე სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ცენტრისტული პარტია, „ფინე გელი“ ლიდერობდა და მას მთავრობის ფორმირების კარგი შანსი ჰქონდა. მაგრამ ბოლო დროს მომხდარი პოლიტიკური სკანდალების გამო, ამ პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირდა.
გამოკითხვების მიხედვით, კიდევ ორი პარტია – „ფიანა ფოილი“, ასევე ნაციონალურ-რესპუბლიკური პარტია „შიინ ფეინი“ ძალზე ახლოს არიან ერთმანეთთან.
საარჩევნო კამპანიის დროს პარტიების საარჩევნო კამპანიის ძირითადი თემები იყო მიგრაციის პრობლემა, ასევე უძრავი ქონების გაძვირება და სხვა სოციალური საკითხები.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება 6 ნოემბერს ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, საიმონ ჰარისმა მიიღო. თავდაპირველად არჩევნების ჩატარება 2025 წლის მარტში იგეგმებოდა, მაგრამ მინისტრთა კაბინეტში შემავალი ყველა პარტიის წარმომადგენელი საბოლოოდ, არჩევნების უფრო ადრე ჩატარებაზე შეთანხმდა.