ბიძინა გიორგობიანი: გავაგებინოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ EU-ს წევრობა არაა სწრაფი პროცესი, საჭიროებს ათწლეულობით მომზადებას

“რომელიმე ორგანიზაციამ ეგებ თარგმნოს EU გაწევრიანების კოპენჰაგენის კრიტერიუმები. ვადები და თანმიმდევრულობა”,- ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა არ არის სწრაფი პროცესი.

„რომელიმე ორგანიზაციამ ეგებ თარგმნოს EU გაწევრიანების კოპენჰაგენის კრიტერიუმები. ვადები და თანმიმდევრულობა. ითარგმნოს და დავურიგოთ სტუდენტებს, პარტიებს, NG ორგანიზაციებს, მეზობლებს, მოყვრებს. დავალაგოთ სასტუმროს ნომრებში (როგორც ბიბლია იდო ერთ დროს ევროპულ სასტუმროებში), გზაჯვარედინებზე და ყველგან სადაც შეიძლება. გავაგებინოთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ EU-ს წევრობა არ არის სწრაფი პროცესი, საჭიროებს ათწლეულობით მომზადებას და ყველა კომისიის მიერ შესაბამისობის დადგენილებას.

რაც შეეხება საქართველოსთან მოლაპარაკების პროცესს, იგი შეწყვიტა თავად ევროკავშირმა. მოლაპარაკების პროცესის შეწყვეტაზე პასუხისმგებელია ბრიუსელის ბიუროკრატია და ბრიუსელის ქართული ნომენკლატურა ე.წ. ოპოზიცია“, – წერს გიორგობიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები