ბულგარეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს ელჩი ბულგარეთში თანამდებობიდან გადადგა. ოთარ ბერძენიშვილმა ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.

ამასთან, ბერძენიშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა.

“ამ საჯარო განცხადებით, მე ვაცხადებ რომ, ოფიციალურად წარვადგინე განცხადება ბულგარეთში საქართველოს ელჩობის თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ჩემი ხანგრძლივი დიპლომატიური საქმიანობის განმავლობაში (ორ დეკადაზე მეტი) მე ჩემს კოლეგებთან ერთად აქტიურად ვცდილობდი საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინ წაყვანასა და ძლიერი და სანდო სტრატეგიული პარტნიორობის შენებას ჩვენს მეგობრებთან, განსაკუთრებით კი ამერიკასთან. ჩვენს დაუღალავ ძალისხმევას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოეცალოს საფუძველი. არა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა”, – წერს ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აღნიშნულს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები