ნინო წილოსანი: ევროკავშირს უაზრო დისკუსიის დასრულება მოლაპარაკებების გახსნით შეუძლია
“ევროკავშირს უაზრო დისკუსიის დასრულება მოლაპარაკებების გახსნით შეუძლია, ვნახავთ, რომ „ქართული ოცნება“ პროევროპული, პროდასავლური ხელისუფლებაა, რომელიც ამ პროცესს გაჰყვება”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
“ძალიან კარგია, რომ არქივი ბევრ რაღაცას ინახავს, მათ შორის ევროკავშირის ელჩის განცხადებას, სადაც თავად თქვა, რომ ევროკავშირმა შეაჩერა გაწევრიანების პროცესი საქართველოსთან მიმართებით. ახლა ამ ყველაფრის ჩვენ წინააღმდეგ შემოტრიალება ნამდვილად ორმაგი სტანდარტი, უსამართლობა და მანიპულაციის მცდელობაა.
რა თქმა უნდა, ჩვენგან თანხმობას მიიღებენ, თუმცა ეს ნათელი ლუსტრაცია იქნება, რეალურად ვინ აფერხებს ამ პროცესს. ევროკავშირს ამ უაზრო დისკუსიის დასრულება იმით შეუძლია, რომ მოლაპარაკებების პროცესი გახსნას. დავინახავთ, რომ „ქართული ოცნება“ პროევროპული და პროდასავლური ხელისუფლებაა, რომელიც ამ პროცესს გაჰყვება“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.