დავით ჩიხელიძე: უტიფრად ცრუობს ევროკავშირის ელჩი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესს წყვეტს, სინამდვილეში ევროკავშირმა რამდენიმე თვის უკან ოდნავ შეღებული კარი საგულდაგულოდ ჩარაზა

“უტიფრად ცრუობს ევროკავშირის ელჩი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესს წყვეტს, სინამდვილეში ევროკავშირმა რამდენიმე თვის უკან ოდნავ შეღებული კარი საგულდაგულოდ ჩარაზა, როცა განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს”, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროკავშირისგან განსხვავებით, საქართველო დასავლური ღირებულებების ერთგულია.

„უტიფრად ცრუობს ევროკავშირის ელჩი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესს წყვეტს, სინამდვილეში ევროკავშირმა რამდენიმე თვის უკან ოდნავ შეღებული კარი საგულდაგულოდ ჩარაზა, როცა განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

ევროკავშირისგან განსხვავებით საქართველო დასავლური ღირებულებების ერთგული რჩება, ჩვენ არათუ ვაჩერებთ ევროინტეგრაციის პროცესს არამედ ვემზადებით ევროკავშირის წევრობისთვის, სრულად ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს და ვმუშაობთ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე. დასავლეთის გაცხადებული პოლიტიკის თანახმად, ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად მზად 2030 წელს იქნება, საქართველომ პრაგმატული პოლიტიკა აირჩია, ჩვენ არ ვაპირებთ წინ აღმართულ კედელთან შეჯახებას, რომლის შედეგი მხოლოდ თვითდაზიანება იქნებოდა“, – წერს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები