ზურაბ ქადაგიძე: აინთო „ტიკ-ტოკ“ ცნობიერება – ხელისუფლება ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წყვეტსო, არა და, რა პრიმიტიულადაა საქმე – როგორ შეიძლება წყვეტდე იმ მოლაპარაკებებს, რაც ერთი თვით ადრე, უკვე შეწყვეტილია?!

დიახ, არ არსებობს შანტაჟის საფუძველი და ინსინუაციასაც ვერავინ შეძლებს. დიახ, შანტაჟის საფუძველი გამოეცალათ ხელიდან გლობალურ “პოლტ-კონიუნქტურშჩიკებს”. დიახ, ჯერ პატივი უნდა სცენ საქართველოს სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას! – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ევროპელი ბიუროკრატებისა და პოლიტიკოსების ნაწილის შანტაჟის და შეურაცხყოფის ფონზე, საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესს აჩერებს.

„”ტიკ-ტოკ” ცნობიერება – ათ წამში დანახული და აღქმული ფსევდო-რეალობა.

• ერთი თვის წინ, ბორელმა პირდაპირ გვითხრა – გაურკვეველი ვადით გადავდეთ მოლაპარაკებებიო.

• ერთი თვის წინ, ბორელმა პირდაპირ გვითხრა – 120 მილიონს სახელმწიფოს მაგივრად, ექსტრემისტ არასამთავრობოებს მივცემთო.

• ერთი თვის წინ, ოთხმა პარტიამ წერილი გაუგზავნა ევროკავშირს, საქართველო სამაგალითოდ დასაჯეთო!

• ერთი დღის წინ, რეზოლუცია მიიღეს, სადაც არჩევნების თავიდან ჩატარება მოგვთხოვეს და სააკაშვილის თავისუფლება დაგვისახეს, ევროკავშირის გზად.

ანუ, პირდაპირ გვითხრეს – ფეხებზე გვკიდია ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი და თქვენი სუვერენიტეტი, როგორც ჩვენ გეტყვით ისე თუ არ მოიქცევით დაგსჯითო.

“ტიკ-ტოკ” მოაზროვნეებმა არ შეიმჩნიეს, იოტისოდენადაც არ უგრძნიათ უხერხულობა და თავმოყვარეობასაც არ შეუწუხებია, მათი ესოდენ პატრიოტული შეგნება!

ამ შანტაჟის პასუხად, მთავრობამ დროული და აუცილებელი პასუხი გაუგზავნა – გაურკვეველი ვადით გადადებულ მოლაპარაკებას ვადას ჩვენ განვუსაზღვრავთ და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესაბამისად, 2028 წელს მოგმართავთო. ყველა გრანტსა და სესხზე უარს ვამბობთ და შესაბამის პროექტებსა და ღონისძიებებს ჩვენ დავაფინანსებთო. ამ დროს აინთო, “ტიკ-ტოკ” ცნობიერება – ხელისუფლება ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წყვეტსო. არა და რა პრიმიტიულადაა საქმე – როგორ შეიძლება წყვეტდე იმ მოლაპარაკებებს, რაც ერთი თვით ადრე, უკვე შეწყვეტილია?!

P.S.

დიახ, არ არსებობს შანტაჟის საფუძველი და ინსინუაციასაც ვერავინ შეძლებს. დიახ, შანტაჟის საფუძველი გამოეცალათ ხელიდან გლობალურ “პოლტ-კონიუნქტურშჩიკებს”. დიახ, ჯერ პატივი უნდა სცენ საქართველოს სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები