კორეაში საქართველოს ელჩი: ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო – გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა
“ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი #ევროპა და მეტი #ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!”, – ამის შესახებ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპასქუა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველო არის ევროპა.
“დღეს, როცა რუსეთი:
– აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას;
– აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ;
– ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას…
ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი #ევროპა და მეტი #ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!!
#საქართველოარისევროპა”,- წერს ელჩი.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აღნიშნულს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.