ორბანი: ომი არასდროს ყოფილა ასეთი საშიში

ომი არასოდეს ყოფილა ასეთი საშიში,- ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნეპრზე „ორეშნიკის“ რაკეტით განხორციელებულ დარტყმას.

„ჩვენ რთულ ვითარებაში ვართ, არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს მშვიდობასთან და ომი არასოდეს ყოფილა ასეთი საშიში“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

ორბანმა ასევე თქვა, რომ ევროპარლამენტს ჯერ კიდევ სურს ომის გაგრძელება და მისი ინტენსივობის გაზრდაც კი.

„მათ თქვეს, რომ უკრაინელებს ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამდე კიდევ უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი, ამას ამერიკაც დათანხმდა ბოლო დღეებში და სამწუხაროდ, ტრამპის ეფექტი ომში ჯერ არ იგრძნობა“, – აღნიშნა ორბანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები