ანა ბუჩუკური: ჩვენი გუნდის ლეგიტიმაცია არ ექნება პარლამენტს
”გახარია საქართველოსთვის” წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, პარლამენტს ლეგიტიმაცია მათი მხრიდან არ ექნება.
“ჩვენი გუნდის ლეგიტიმაცია არ ექნება პარლამენტს და ბუნებრივია, არ ვიქნებით პარლამენტში, რაც შეეხება თუ სად ვიქნებით 25-ში, ჩვენ მხარდამჭერებს მოვუწოდეთ, რომ გარეთ, კიდევ ერთხელ ერთად დგომით, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია,”- აღნიშნავს ანა ბუჩუკური.