გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია ეცდება, პარლამენტში თავისი შემოსვლა გაამართლოს იმით, რომ ეს არის პლატფორმა, საიდანაც უფრო მეტი ზიანი შეიძლება მიაყენოს ვითომ ოპონენტს, მაგრამ რეალობაში საქართველოს
“ოპოზიცია ეცდება, პარლამენტში თავისი შემოსვლა გაამართლოს იმით, რომ ეს არის პლატფორმა და ტრიბუნა, საიდანაც უფრო მეტი ზიანი შეიძლება მიაყენოს ვითომ ოპონენტს, მაგრამ რეალობაში საქართველოს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს.
“უფრო მეტი რესურსი ჰქონდეთ ხელში, რომ საქართველოში რევოლუციისა და დესტაბილიზაციის პროცესი არ შეჩერდეს. ფიქრობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, საექსპერტო ჯგუფებიც, რომ ისინი გამოიყენებენ პირველ სხდომას, რათა თავისი დესტრუქციის ეფექტურობა დაანახვონ სწორედ პარლამენტის ტრიბუნიდან,”- აცხადებს ვოლსკი.