იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განთავსდა

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ „კრისტის“ აუქციონზე შეძენილი იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განთავსდა.

იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი თავდაპირველად ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში გამოიფინება და მისი ნახვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, ხოლო შემდეგ მის დეტალურად შესწავლაზე მეცნიერები იმუშავებენ.

ცნობისთვის, ხელნაწერი საქართველოში დღეს ჩამოიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები