მიანმარში ტაიფუნი „იაგის“ მსხვერპლთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა, 80-მდე ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, შტორმმა გასულ კვირას მოიცვა ჩრდილოეთ ვიეტნამი, ლაოსი, ტაილანდი და მიანმარი, რის შედეგადაც რეგიონში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
გაერომ განაცხადა, რომ სამოქალაქო ომის შედეგად განადგურებულ ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროება საკვები, ასევე სასმელი წყალი, თავშესაფარი და ტანსაცმელი.