ირაკლი ზარქუა – გიორგი ვაშაძეზე: „ჭიჭე“ იმდენად უავტორიტეტოა, მწვალებელთა პარტიაშიც არავინ აღიქვამს სერიოზულად

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის მოწოდებას საქართველოს პრემიერისადმი, რომ მასთან დებატების შემთხვევაში დაასახელებს იმ ფონდებს, საიდანაც არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, 14 მილიარდიან დაფინანსებას მოიპოვებენ.

„ჭიჭე“ იმდენად უავტორიტეტოა თავის გუნდშიც, იმ მწვალებელთა პარტიაში, რომ არავინ სერიოზულად არ აღიქვამს და ავტორიტეტი რომ აიმაღლოს, ამიტომ ითხოვს ხან ბიძინა ივანიშვილთან, ხან ირაკლი კობახიძესთან, ხან ჩვენს სხვა ლიდერებთან დებატს, უნდა იმათ უთხრას, რომ მე ასე ნუ მიყურებთო.

ოგბუნუჯუს დაუჯექი ჯერ, იმ კაცს ელაპარაკე თბილისის გამოწვევებთან დაკავშირებით, თუ მოუგებ რეიტინგში და თუ გაუსწარი, 2%-მდე თუ ახვედი, მერე კი ბატონო, ჩვენს რიგით წევრთანაც შეგიძლია გასაუბრება, ან მე დაგიჯდები პირდაპირ ეთერში, მაშინ გამექეცი, გარბოდი, მე მზად ვარ, ოღონდ 2%-მდე მაინც ადი“, – ასე მიმართა ზარქუამ გიორგი ვაშაძეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები