თურქეთში ქართველების მიერ სახლების გაქურდვის მეთოდმა პოლიცია გააოცა
სტამბოლის გარეუბან მალტეპეში მრავალი სახლის გაქურდვაში ეჭვმიტანილ ქართველთა ჯგუფი საზოგადოებრივი უსაფრთხოების ჯგუფებმა და უშიშროების წარმომადგენლებმა დააკავეს. ქურდობის მიზნით სახლში შეპარული სამი ქართველი ა.გ., კ.ს. და გ.თ. პოლიციის ეკიპაჟმა ფაქტზე დააკავა. ეჭვმიტანილებს პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდათ ხელსაწყოები, რომელებსაც კარების საკეტების მწყობრიდან გამოყვანის მიზნით იყენებდნენ. ხელსაწყოებს შორის არის სპეციალური გასაღები, რომლის გამოყენებითაც კარები, ყოველგვარი წვალების გარეშე, მარტივად იღება.
სპეციალურად დამზადებულმა გასაღებმა პოლიციის ეკიპაჟებიც კი გააოცა. როგორც გაირკვა, დაკავებულები სამშობლოში, საქართველოშიც ქურდობაში ეჭვმიტანლები იყვნენ. მძარცველების მიერ სახლებში მარტივად შესვლისა და მათ მიერ გაქურდული სახლების მშვიდად დატოვების ფაქტები სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.